ჯი-ემ ტრანსი ახორციელებს ნაკრები (წვრილპარტიული) ტვირთების გადაზიდვას ევროპიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან კავკასიის რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) პრინციპით „კარიდან კარამდე“.
ნაკრები (წვრილპარტიული) ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება კონტეინერებით, ავტომანქანებით და საჰაერო ტრანსპორტით.
ევროპის ქვეყნებში ნაკრები ტვირთების კონსოლიდირება წარმოებს იტალიის, გერმანიის და ბულგარეთის გადასატვირთ პუნქტებში (საწყობებში), საიდანაც ხდება მათი შემდგომი ტრანსპორტირება სატვირთო ავტომანქანებით დანიშნულების ადგილამდე.